
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის წმ. გიორგის სახელობის კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო ექსკურსით საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდის - საბჭოთა ოკუპაციის გაცნობა, ისტორიული მეხსიერების გაღრმავება და ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამუზეუმო სივრცე და გაეცნენ საბჭოთა პერიოდში მომხდარ მოვლენებსა და მოღვაწეთა მემკვიდრეობას.
მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია მუზეუმში დაცული ექსპონატებმა, ფოტომასალამ და საარქივო დოკუმენტებმა, რომლებიც ასახავს საბჭოთა რეჟიმის დროს განხორციელებულ რეპრესიებს, თავისუფლებისთვის ბრძოლას და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს.
ვიზიტი ემსახურებოდა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ქვეყნის წარსულის უკეთ შესწავლას. ექსკურსია მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი.
იხილეთ ფოტოები: