
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ჭადრაკს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. სკოლაში საჭადრაკო წრეც ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებში ცოდნას იღრმავებენ და ოსტატობას ხვეწენ. საჭადრაკო წრის ხელმძღვანელი მამა გიორგი ასათიანი გახლავთ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა - თინათინ თამაზაშვილმა, გიორგი კურტანიძემ, გიორგი შავიძემ და საბა ბალახაძემ სამოყვარულო საჭადრაკო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.
8 ძლიერ გუნდს შორის გიმნაზიის მოსწავლეებმა 5 პარტია ითამაშეს და წარმატებით იასპარეზეს.
იხილეთ ფოტოები: