დარაქოვის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
11-07-2018
დარაქოვის საჯარო სკოლაში 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
„პირველკლასელები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის