
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე - 11 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნანა (ციცინო) ანთაძესთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს გიმნაზიის დამფუძნებლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას.
მოსწავლეებმა პატრიარქის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„ზამბახებით სიონში ვესტუმრეთ ჩვენს პატრიარქს და ჩვენ ეზოში დაკრეფილი ზამბახები მივართვით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: