
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღონიშნა დედამიწის მსოფლიო დღე. ამ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო-შემეცნებითი, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
ღონისძიებას, რომელსაც პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ, რომლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ პედაგოგისა და მოსწავლეების მიერ გაწეული შრომის შედეგებით.
იხილეთ ფოტოები: