
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-9 კლასში, გეოგრაფიის მასწავლებელის - ბენიამინ თათარიანის ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „მეღვინება საქართველოში“, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით წარმართა.
მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი და კლასში პრეზენტაცია წარადგინეს. მე-9 კლასელებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგის შესახებ, საქართველოში გავრცელებულ ჯიშებზე და ღვინის სახეობებზე და საქართველოში ვაზის კულტურის 8000-წლიან ისტორიაზე.
იხილეთ ფოტოები: