ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომეხი ხალხის გენოციდის ხსოვნის დღეს.
მოსწავლე-მასწავლებმებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
ღონისძიება მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს და მიზნად ისახავდა დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ელლადა ჰოველიანმა.
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება. 24აპრილს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 111 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: