„ეტალონის“ 2026 წლის საგაზაფხულო ოლიმპიადა გრძელდება: ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების გამოვლენის დროა
05-05-2026

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის შემდეგ, „ეტალონი“ მომდევნო - ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადას გთავაზობთ. 

ეს არის ინტელექტუალური თავგადასავალი, რომელიც მოსწავლეს ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენებაში ეხმარება. ეს ოლიმპიადა საუკეთესო შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, რათა:

✅ შეამოწმონ, რამდენად სწრაფად და სწორად იღებენ გადაწყვეტილებებს;

✅ გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში;

✅ გაიუმჯობესონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, რაც ნებისმიერ საგანში წარმატების საფუძველია.

ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა 5-6 მაისს გაიმართება. მასში ჩართვა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

წინ კიდევ 2 საინტერესო გამოწვევაა:

⏺ 19-20 მაისი - ინგლისური ენის ოლიმპიადა

⏺ 2-3 ივნისი - მათემატიკის ოლიმპიადა  

ოლიმპიადის ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელ.

თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ  დიპლომებს. პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.  

გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები: 

·      განათლების და მეცნიერების სამინისტროში

·      სკოლაში

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

გახსოვდეთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.

 

ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულები და აბსოლუტური ჩემპიონები გამოვლინდნენ

მშობლიური ენის დღესასწაული და დიდი სტარტი: „ეტალონის“ ოლიმპიადა დაიწყო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - 28 აპრილიდან „ეტალონის“ ოლიმპიადა იღებს სტარტს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს სიახლეებით იწყებს - ესაა პროექტი, რომელიც გულშემატკივრობს მოსწავლეებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203