
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას - დედამიწის დღეს. მე-2 კლასელებმა თარიღი შემოქმედებითი, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს.
IIა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი დედამიწის თვალსაჩინოებები და კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთსა და საზოგადოებას, რომ დედამიწაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია.
სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი თინათინ ბლიაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: