ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მე-7 და მე-8 კლასებში ჩატარდა გეოგრაფიის გაკვეთილი თემაზე - „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“.
გაკვეთილს უძღვებოდა გეოგრაფიის მასწავლებელი არმინე გომციანი.
გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიულ და შემოქმედებით ფორმატში. მოსწავლეებმა გააცოცხლეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა და წარდგნენ ცნობილი მოგზაურებისა და აღმომჩენების როლში.
სასწავლო სივრცე გაფორმებული იყო თემატურად, რაც ქმნიდა შესაბამის გარემოსა და ემოციურ ფონს. მოსწავლეები საუბრობდნენ როგორც გეოგრაფები, წარმოადგენდნენ თავიანთ აღმოჩენებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორიგინალურობით.
მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს თემატური ვიდეომასალა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა წარმოდგენას და ზრდიდა ინტერესს.
„ჩატარებულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი, კვლევითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ გაკვეთილი წარიმართა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე და დამსწრე საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2