საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 2026-2027 წლის პირველკლასელებთან გასაუბრება გაიმართა
04-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან. 

​დღეს, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიაში 2026-2027 წლის პირველკლასელებთან გასაუბრება გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მზაობის, ინტერესებისა და საბაზისო უნარების გაცნობას.

გასაუბრება თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა, რაც ბავშვებს დაეხმარა თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი თავი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთამ გასაუბრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების უკეთ გაცნობასა და შემდგომი სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203