
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და მათ სასწავლო მოტივაციაზე ზრუნავენ.
ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მე-4 კლასში განხორციელდა საინტერესო აქტივობა თემაზე - „ჩემი მომავალი პროფესია“.
მოსწავლეებმა სასურველი პროფესიების შესახებ პრეზენტაციები შექმნეს, ისაუბრეს თავიანთი მომავალ საქმიანობაზე და აღნიშნეს თუ რატომ გააკეთეს ესა თუ ის არჩევანი.
მათ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს მომავალი პროფესიები და ამა თუ იმ საქმანობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მარიანნა მაკოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: