
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში.
მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვან წარმატებას „კინგსის“ ოლიმპიადაში მათ ღირსეულად იასპარეზეს და მოიპოვეს პირველი და მეორე ადგილები“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, რაც მათი ცოდნის, შრომისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონის ნათელი დასტურია.
იხილეთ ფოტო: