„დაიცავი დედა ენა“ - ხაიშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღინიშნა
05-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელმაც ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გააერთიანა. 

22 აპრილს, დედაენის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება - „დაიცავი დედა ენა“. 

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საინტერესო ნამუშევრები. მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეების და ხელოვნების მასწავლებლის - ნანა მუშკუდიანის მიერ შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრები - საკუთარი სახელის და გვარის ინიციალები, ასევე მერვე და მეცხრე კლასელების მომზადებული პოსტერი, ასომთავრული ინიციალებითა და ნახატებით. 

ღონისძიების მეორე ნაწილში, მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები და სიმღერები დედაენის თემატიკაზე, ხოლო დასკვნით ნაწილში ჩატარდა გამოფენა. კლასებს ქართული ანბანიდან უნდა აერჩიათ ერთ- ერთი ასო-ბგერა, შეექმნათ ტორტი და შემოქმედებითად გაეფორმებინათ. 

ტორტების ვიზუალური შეფასების შემდეგ, მოსწავლეებნა ტკბილეული დააგემოვნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანია მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203