
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან მე-2 კლასელებმა დიორამა შექმნეს. მოსწავლეებმა დავალებაზე დიდი შემართებით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
როგორც მოსწავლეთა პედაგოგი მართა მიქელაია აღნიშნავს, წყლის დიორამის შექმნის მიზანია მოსწავლეებში ბუნებრივი პროცესების, კერძოდ წყლის ციკლისა და წყლის რესურსების მნიშვნელობის გააზრება, ასევე შემოქმედებითი, კვლევითი და პრაქტიკული უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: