ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული ხაიშის საჯარო სკოლაში 
04-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე. 

14 აპრილიდან - 21 აპრილის ჩათვლით ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში სკოლაში გაიმართა სხვადასხვა სახის შემეცნებითი კონკურსები, აქტივობები და დასკვნითი ღონისძიება.

14 აპრილი მასწავლებლების საჯარო ლექციას დაეთმო. საჯარო ლექციის მიზანი იყო მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების ინფორმაციის დონის ამაღლება ქართული სახელმწიფო ენის შესახებ. 

15 აპრილს ჩატარდა კონკურსი - „ვინ უკეთ წერს“. თემაზე - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“- მოსწავლეებმა დაწერეს ნოველა, ლექსი და ესე.  ჟიურის წევრებმა გამოავლინეს სამი გამარჯვებული:

  •  1-ელი ადგილი - ასანტასია ჭკადუა ( მე-10 კლასი);
  • მე-2 ადგილი - ანანო ჭკადუა ( მე-7 კლასი);
  • მე-3 ადგილი - ანანო გელოვანი ( მე-10 კლასი).

16 აპრილს ჩატარდა კონკურსი - „კალიგრაფიული ხელოვნება“. მოსწავლეებმა ნაბეჭდი ტექსტი გადაწერეს მხედრული კალიგრაფიით, თავიანთი შემოქმედებითი გემოვნების მიხედვით. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  •  1-ელი ადგილი: იამზე ჭკადუა (მე-6 კლასი); 
  • მე-2 ადგილი: მარიამ კონჯარია ( მე-6 კლასი);
  •  მე-3 ადგილი: ელენე ჭკადუა ( მე-6 კლასი).

 დაწყებითი საფეხური (მე -2 კლასი) 

  • 1-ელი ადგილი: კატო კვირიკაძე;
  •  მე-2 ადგილი: სალომე ჭკადუა;
  •  მე-3 ადგილი: ემილი გელოვანი.

 20 აპრილს კი ჩატარდა კონკურსი - „გრამატიკის მარათონი“. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ მე-5 კლასიდან მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

  •  1-ელი ადგილი: მე-6 კლასი;
  •  მე-2 ადგილი: მე-7 კლასი;
  •  მე-3 ადგილი: მე-10 კლასი.

21 აპრილს კი მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს 14 აპრილი. ღონისძიებამ გააერთიანა საჯარო ლექცია, ღონისძიების შეჯამება, გამარჯვებულების გამოვლენა. 

კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203