„ქართველი ერის სინდისი“ - გუდაურის საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
04-05-2026

„ქართველი ერის სინდისი“ - ამ სახელწოდებით და ამ დევიზით აღინიშნა 23 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე.

თავდაპირველად მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ნახეს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ივანე ჯავახიშვილზე. იმსჯელეს და საკუთარი აზრებიც დააფიქსირეს. მოიძიეს და დაამუშავეს ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიის ამსახველი მასალა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე  მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი გამონათქვამები, წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები მეცნიერის ცხოვრებიდან, გამოფინეს პოსტერები, მხატვრულად წაიკითხეს ერის საამაყო შვილისადმი მიძღვნილი ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.

ღონისძიების ბოლოს შეამოწმეს რამდენად ყურადღებით უსმენდა დამსწრე საზოგადოება. მათ დასვეს კითხვები ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიიდან, გამოიყენეს „შავი ყუთი“, მსმენელებს უნდა გამოეცნოთ რა იდო შავ ყუთში.

„ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო“ - ამ სიტყვებით დაასრულეს მოსწავლეებმა ღონისძიება და პატივი მიაგეს სახელოვანი წინაპრის ხსოვნას. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203