შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეები ჩინეთში საერთაშორისო საგაზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან 
05-05-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეები - ილია მანდარია, მარიამ ხეცურიანი და ანადეა დეისაძე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის „კონფუცის კლასის“ სტუდენტები არიან და ჩინურ ენას დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. 

სულ მალე კი ჩინეთში საერთაშორისო საგაზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. ვიზიტის მიზანია ჩინური ენის სწავლების განვითარება და კულტურული გაცვლის ხელშეწყობა.

საგაზაფხულო ბანაკი გაიმართება 15-21 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე.

პროგრამა განხორციელდება Xinjiang Medical University-თან თანამშრომლობით, სადაც მონაწილე სტუდენტები საგანმანათლებლო, კულტურულ და პრაქტიკულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის Xuelianshan-ის კამპუსში.

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის European Central University „კონფუცის კლასის“ საერთაშორისო საგაზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღებას ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს — ილია მანდარიას, მარიამ ხეცურიანსა და ანადეა დეისაძეს!

გისურვებთ წარმატებებს, ახალ ცოდნას და დაუვიწყარ გამოცდილებას Xinjiang Uyghur Autonomous Region-ში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203