ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება და კალიგრაფიის კონკურსი ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 
04-05-2026
 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა მოხატეს და მოაჩუქურთმეს ქართული ანბანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

შთამბეჭდავი იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ -  მიმოიხილეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე და ქართველი ერის საამაყო ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.

1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა გადაარჩინა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, რის გამოც ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203