
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადახვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.
29 აპრილს, საბუეს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ - შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
ინტელექტუალური ჭიდილი რვა გუნდს შორის გაიმართა. გუნდები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
თამაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ფინალში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: