
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება. ამ მიზნით, დაიგეგმა და რამდენიმე დღის წინ ხორცი შეესხა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას თემაზე - „ჩემი საყვარელი ჰორმონი“, რომელიც ბიოლოგიის პედაგოგმა, ინგა კიკნაველიძემ განახორციელა მე-10 კლასელთა მონაწილეობით.
მე-10 კლასელებმა საფუძვლიანად შეისწავლეს, რომ ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელთა დახმარებითაც უჯრედებს შორის მყარდება ქიმიური ურთიერთობა. თითოეული ჰორმონი პასუხიმგებელია ადამიანის ამა თუ იმ მდგომარეობასა და გონება განწყობაზე. გამოფენაში მონაწილეობდა სკოლის სამივე მე-10 კლასი.
მოსწავლეებმა ხალისით წარმოადგინეს თავიანთი ფავორიტი ჰორმონი და წარმოადგინეს კარგი არგუმენტები, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტულად ის.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა ხელს უწყობს ხალისით სწავლას, რაც მოსწავლეთა მოტივაციისთვის კარგი საფუძველია. ასევე ეხმარება მოსწავლეებს თემის ღრმა გაგება-გააზრებაში და სამომავლოდ, გრძელვადიანად დამახსოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: