ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
06-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას მიეძღვნა. 

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ხორციელდება პროექტი - „მოიწვიე ფინედუ კლასში”.

სწირედ ამ პროექტის დამხარებით, ქუთაისის N38 სკოლის VIII, IX და X კლასების დამრიგებლებმა მიიწვიეს „ფინედუს“ წარმომადგენლები სკოლაში.

შეხვედრა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები ფინანსური განათლების მნიშვნელობის შესახებ, ჩაერთნენ ინტერაქტიულ გაკვეთილში და მონაწილეობა მიიღეს სახალისო თამაშებში.

ფულის გლობალური კვირეულის მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლება, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ფინანსების მიმართ. მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიგონ, როგორ მართონ პირადი ფინანსები, დაგეგმონ ბიუჯეტი და სწორად განსაზღვრონ თავიანთი ფინანსური პრიორიტეტები.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, რამაც კიდევ უფრო გაახალისა შეხვედრა და დადებითი ემოციებით დატვირთა დღე.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მარიამ რობაქიძემ, თეონა მორჩიაშვილმა და იამზე ფირანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203