ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა ხელოვნების შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
05-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარებული მრავალფეროვანი და საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „მოდა“.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს შთამბეჭდავი პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს მოდის ისტორიის, თანამედროვე ტენდენციების, მოდის ექსპერტებისა და ცნობილი დიზაინერების შესახებ.

დასასრულს მოეწყო ჩვენება, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა გაკვეთილი და შექმნა სასიამოვნო გარემო.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ელისო კიკვაძე, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203