
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
2 მაისს, სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - დათო ტაბახმელაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები იმყოფებონდნენ ლაშქრობაში.
დასალაშქრ ობიექტებად შერჩეული იყო აზეულას ( ქოროღლის ) ციხე და 40 სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტერი.
მიზანი იყო ფიზიკური და შემეცნებითი აქტივობის გაერთიანება, ამიტომ აზეულას ციხესიმაგრეზე მასწავლებელმა ჩაატარა გაკვეთილი, რომელიც მასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობდა გეოგრაფიის მსაწავლებელი - ეკატერინე თედიაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამრავარლეფროვნა ეს დღე და გეოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხებით გაამდიდრა მოსწავლეთა თვალსაწიერი.
იხილეთ ფოტოები: