თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტკბილი თავგადასავალი - მე-3 კლასელები შოკოლადის ქარხანას სტუმრობდნენ
04-05-2026

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, „ბარამბოს“ შოკოლადის ქარხანას ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შოკოლადის საწარმო და ნახეს, თუ როგორ მზადდება მათთვის საყვარელი ტკბილეული.

ბავშვებისთვის შოკოლადის ქარხანაში სტუმრობა მეტად შთაბეჭდავი აღმოჩნდა. 

„შეუძლებელია, სიტყვებით გადმოგცეთ ბავშვების ემოციები, როდესაც მათ შოკოლადის მდინარეები და კანფეტების მთები დაინახეს! ბავშვები თითქოს ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდნენ და  აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ! ზოგიერთმა ისიც კი ინატრა, რომ გავიზრდებით, „ბარამბოში“ დავიწყებთ მუშაობასო. მათთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო!“,- გვიყვებიან სკოლაში. 

წამოსვლისას, პატარებმა კომპანია „ბარამბოსგან“ უგემრიელესი ნუგბარი მიიღეს. 

„მთელი გულით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კომპანია „ბარამბოს“ სტუმართმოყვარეობისთვის და საჩუქრებისთვის. ეს ტკბილი თავგადასავალია არასოდეს დაავიწყდებათ ამ პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203