
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების წესში ცვლილებები შევიდა.
შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის წარდგენის ვადები. უფრო კონკრეტულად: თუ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა, ნაცვლად მიმდინარე წლის პირველი მაისისა, უმაღლესებს შეუძლიათ განაცხადი 2026 წლის პირველი ივლისის ჩათვლით წარადგინონ.