
ქუთაისის N38 სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში, სადაც თამარ მდინარაძემ ( IXბ კლასი) დაიკავა მეორე ადგილი და ვიკა ბენიძემ (XII კლასი) კი - III ადგილი.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და საჩუქრებით.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება.
„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: