ქოლობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებით დაგვირგვინდა
04-05-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად, კვირეულით აღინიშნა. 

გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა. 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული კი დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის სიდიადეზე. მიმოიხილეს 1978წლის 14აპრილის მოვლენები და წარმოადგინეს არაერთი ლიტერატურული ნიმუში ამ დღესთან დაკავშირებით.

ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, რისთვისაც, სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ  ია რუბენიას.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ეკა ხოშტარია, თამრიკო შათირიშვილი და მაყვალა ბაღათურია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203