იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ლიტერფონი“ და ცნობილ ენათმეცნიერთან ჩაწერილი იმიტირებული ინტერვიუ
05-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე ორიგინალურად აღნიშნეს. 

ამ დღეს გადაცემა „ლიტერფონის“ სპეციალური გამოშვება მიეძღვნა, სადაც საუბარი ქართული ენის ზმნის თავისებურებებს შეეხო, მოსწავლეებმა როგორც წამყვანის, ისე სტუმრის - მზექალა შანიძის როლი მოირგეს და საკითხზე საინტერესოდ ისაუბრეს. 

„არსებითად არაფერი იქნება ახალი, თუ ვიტყვით, რომ ამ წელსაც სოფელ იფარის საჯარო სკოლაში ერთხელ კიდევ აღინიშნა დედა ენის დღე...; აი, ის კია სიახლე, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ „დაარსებულ“ „გადაცემა“ „ლიტერფონში“ რომ გაჟღერდა და „სტუმრად გვყავდა“ „ქალბატონი“ „მზექალა შანიძე“...“,- გვიყვებიან სკოლაში და „გადაცემის“ ვიდეოჩანაწერს გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203