ბარალეთის N2 სკოლის მოსწავლეებში უცხოური ენებისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
04-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. 

პედაგოგების - სოფიო ხმალაძის და ჰასმიკ არზუმანიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა რუსული და ინგლისური ენების ერთობლივი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში უცხოური ენებისადმი ინტერესის გაღვივება, კომუნიკაციური უნარების განვითარება და სხვადასხვა კულტურის გაცნობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები: ლექსები, დიალოგები, სცენური წარმოდგენები და სიმღერები როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენებზე. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი ცოდნის, შემოქმედებითი უნარებისა და ენობრივი კომპეტენციის წარმოჩენა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა ზოგად განვითარებაში და ხელი შეუწყო მათი კულტურული ცნობიერების ამაღლებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203