შპს N1 (გოქაძის) სკოლაში გვირილობის დღესასწაული შთამბეჭდავად აღინიშნა 
04-05-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში გვირილობის დღესასწაული განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით აღინიშნა.

სკოლის სივრცე გადაიქცა ნამდვილ პატარა ზღაპრად - სავსე თეთრ-ყვითელი ფერებით, ბავშვური ენერგიითა და სიყვარულით.

მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა და დიდი მონდომებით წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები. თითოეულ დეტალში იგრძნობოდა მათი გულწრფელი შრომა და ფანტაზია.

დღე კიდევ უფრო გაალამაზა ბავშვების შესრულებულმა სიმღერებმა - სუფთა, ნათელმა ხმებმა და ემოციამ განსაკუთრებული განწყობა შექმნა და ყველას გულში სითბო დატოვა.

​გვირილობა გაზაფხულის, სითბოს და სიკეთის სიმბოლოა და პატარა გვირილებმაც სკოლაში დიდი სიხარული შექმნეს. 

„მადლობა ჩვენს საოცარ ბავშვებს, ერთგულ მასწავლებლებსა და მხარდამჭერ მშობლებს - ერთად შევქმენით დღე, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

X კლასის მოსწავლეებმა კი ამ ლამაზ დღესასწაულს ვიდეორგოლი მიუძღვნეს. „სიკეთით სავსე გულებით ჩვენ მოგიყვებით დაუვიწყარ ისტორიას გვირილობაზე“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და მოგვითხრობენ თუ როგორ იქცა სიკეთე უნივერსალურ ენად.

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ტაბატაძე გახლავთ. 

VII კლასის მოსწავლეებმა კი, ჩვენი საქართველოს პედაგოგ გიორგი ლეჟავას ხელმძღვანელობით, ​ქუთაისობის (გვირილობის) დღესასწაულთან დაკავშირებით, მოამზადეს ვიდეოპროექტი - „ქუთაისო, სავარდო და სამაისო“, სადაც გადმოცემულია ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები.

„დღეს ქუთაისობაა, დღეობა იმ ქალაქისა სადაც ყველაფერი იწყება და არასოდეს მთავრდება. ქუთაისის წილი ქართული კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში უმნიშველოვანესია!“,- გვეუბნებიან მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203