
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლა დედაენის დღე განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გულწრფელი ემოციითა და დიდი მონდომებით წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გამონათქვამები და საინტერესო ნომრები.
თითოეული სიტყვა, რომელიც მათ სცენიდან გააჟღერეს, სავსე იყო სიყვარულით, პატივისცემითა და სიამაყით ჩვენი მშობლიური ენის მიმართ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია, რომელიც მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდის და მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლის.
„ეს დღე არა მხოლოდ ენის სიყვარულის გამოხატვაა, არამედ ჩვენი ისტორიის, იდენტობისა და ეროვნული თვითშეგნების აღიარებაც“,- აღნიშნავს მასწავლებელი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები: