
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
აღსანიშნავია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემოქმედებითი აქტივობა.
საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ - მათ შექმნეს საქართველოს რუკის კალიგრამა, სადაც თითოეული ასო, სიტყვა და ფერი ჩვენი - ქართული ანბანის სილამაზეს, მნიშვნელობას ასახავს.
ამ ნამუშევარში გაერთიანებულია ქართული ანბანის სილამაზე, შემოქმედებითი აზროვნება და სამშობლოსადმი სიყვარული.
იხილეთ ფოტოები: