თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა რაიონულ ინტელექტუალურ თამაშში იაპარეზა 
08-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენად კი მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, რომელიც მთაწმინდის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყო. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მთაწმინდის რაიონის გამგეობამ.

ღონისძიებაზე სკოლა წარადგინეს თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:

  • მარიამ ბიბილაშვილმა;
  • ანანო ზურაბიშვილმა;
  • მარიამ ხარშილაძემ;
  • ანანო კაციტაძემ;
  • ნოდო ნარიკაშვილმა;
  • ანი ონიანნა.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარი. თამაში საინტერესო და აზარტული იყო და მონაწილეებს ახალი გამოცდილება და დადებითი ემოციები შესძინა.

„ინტელექტუალური თამაში ახალგაზრდებში განათლების მისაღებად მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნავენ სკოლაში.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203