
„დედამიწას ჩვენი ზრუნვა სჭირდება“ - აღნიშნეს თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დედამიწის კვირეულის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებულ შეხვედრაში.
კვირეულის ფარგლებში, N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაკულატურით შექმნილი გამოფენა, სახელწოდებით - „ყველაფერი ნაგავი როდია” და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ნამუშევრების შექმნის იდეა, ხერხები და მიზანი.
მოსწავლეებმა ასევე ეროვნულ სასახლეს საჩუქრად გადასცეს ნერგები და მონაწილეობა მიიღეს შიდა ეზოს გამწვანებაში. მოისმინეს საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სპეციალისტების მიერ დედამიწის მოფრთხილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მოსწავლეებმა დრო შემეცნებითად გაატარეს და მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: