თბილისის N28 სკოლის სამოქალქო განათლების კლუბ „მომავლის თაობის“ მორიგი შეხვედრა ქალთა უფლებებს მიეძღვნა 
06-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამოქალქო განათლების კლუბი „მომავლის თაობა“, რომელიც სკოლაში წარმატებით მუშაობს. 

სულ ცოტა ხნის წინ, სამოქალქო განათლების კლუბმა „მომავლის თაობა“ გამართა მორიგი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო თემა - „ქალთა უფლებების შესახებ“. 

კლუბის წევრებმა საინტერესოდ ისაუბრეს ქალის როლზე და მის დამსახურებაზე საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის მშენებლობის საქმეში. მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები მათი უფლებების დარღვევებზე.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დროა დასრულდეს ქალის შევიწროება და უუფლებობა და დასძინეს, რომ ასეთ ეპოქაში სირცხვილიც არის ამ საკითხზე საუბარი. ასევე გააკეთეს პრეზენტაციები და შექმნეს პლაკატები.

კლუბის შეხვედრას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ტუშური.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203