ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები ზუგდიდის მიხეილ /მაცი/ ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაშია გამოფენილი
01-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭსა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე ისახება. 

ამჟამად, ახალაბასთუმნის ​საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები გამოფენილია ზუგდიდის მიხეილ /მაცი/ ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში.

გამოფენა აერთიანებს ბავშვების მრავალფეროვან ხედვას, ფანტაზიასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს. თითოეული ნამუშევარი ასახავს მათ ინდივიდუალურ სამყაროს, ემოციებსა და უნიკალურ სტილს.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება, ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სამხატვრო გალერეას კი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან. 

„ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მადლობას ვუხდით ხელოვნების მასწავლებელს ნინო ქირიას მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სამხატვრო გალერეას მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის.

გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას და ახალ შემოქმედებით მიღწევებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203