სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება
პროექტის ფარგლებში შერჩეული 100 დამრიგებელი ხელფასზე დამატებით 200 ლარს მიიღებს ყველთვიურად - აღნიშნულის შესახებ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა
„წელს პირველად, სექტემბრიდან დაიწყება პროექტი „ჩემი დამრიგებელი“. ეს პროექტი გულისხმობს დამრიგებლების ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას. ყველა ვთანხმდებით რომ მშობლის, ბავშვის და სკოლის ერთიანიბა, ჯაჭვის აღდგენა გადის დამრიგებელზე.
მათი მოტივიციისთვის, მათი მხარდაჭერისთვის, ასევე დამატებითი პლატფორმების შემუშავებისთვის, რაც მშობლებთან კომუნიკაციისთვის იქნება აუცილებელი... გადავწყვიტეთ 100 დამრიგებელი შევარჩიოთ... გამოცხადდება კონკურსი და 100 დამრიგებელი სექტემბრიდანმ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებს დამატებით 200 ლარს ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად“, - განაცხადა მაია ხინჯიკაშვილმა.