ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში გვირილობის იზეიმეს 
01-05-2026

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციებით აღინიშნა გვირილობის დღესასწაული. პედაგოგთა მონდომებითა და ორგანიზებით სკოლის ეზო და შენობა მოირთო ფერადი დეკორაციებითა და გვირილებით, რომლებიც სიმბოლურად ასახავდა სიკეთეს, სიწმინდესა და თანადგომას.

ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. წარმოადგინეს თემატური ნომრები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით კიდევ უფრო გაალამაზეს ეს დღე.

სადღესასწაულო განწყობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ბავშვების გულწრფელი ემოციები და მათი სურვილი, ერთმანეთისთვის სითბო და სიხარული გაეზიარებინათ. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის გაკეთება და ერთმანეთის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას გულით და სიყვარულით ვაკეთებთ.

გვირილობის დღე მხოლოდ ლამაზი ტრადიცია კი არა, დიდი მნიშვნელობის მატარებელი დღეა, რომელიც გვახსენებს, რომ თითოეული პატარა კეთილი საქმე დიდი ცვლილების დასაწყისი შეიძლება გახდეს. ეს დღე დიდხანს დარჩება როგორც ბავშვების, ისე პედაგოგებისა და მშობლების გულებში ნათელ და სასიამოვნო მოგონებად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203