სვერის საჯარო სკოლას ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობისთვის დიპლომი მიენიჭა 
01-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსს. 

სკოლა კონკურსში მონაწილეობისთვის ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დიპლომით დააჯილდოვა. 

„ჩვენი ჩართულობა და აქტივობა დაფასდა - ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან გადმოგვეცა დიპლომი, რაც კიდევ უფრო მეტად გვაძლევს მოტივაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203