დირექტორების საყურადღებოდ - მოსწავლეთა შეფასებების ასახვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ
01-05-2026

საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.

კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში ასახვა უნდა განხორციელდეს სრული სიზუსტით და დადგენილი წესების დაცვით.

მიმღებმა სკოლამ სისტემაში უნდა ასახოს შემდეგი ტიპის შეფასებები:

• სემესტრული შეფასება

• წლიური შეფასება

• საფეხურებრივი შეფასება

დამატებით, საგნების მიხედვით, სემესტრის ჭრილში შესაძლებელია კერძო სკოლიდან მიღებული მონაცემების გადმოტანა, მათ შორის:

• გადმოყოლილი საშუალო ქულა

• ქულათა რაოდენობა

• ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა

გაცდენათა რაოდენობა

აღნიშნული ინფორმაციის სწორად და სრულად ასახვა უზრუნველყოფს მოსწავლის აკადემიური შედეგების სიზუსტეს და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203