ალასტანის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული, თემატური ღონისძიება გაიმართა
01-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალასტანის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით აქტივობებსა და დედის დღისადმი მიძღვნილ თემატურ პროგრამას მოიცავდა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები. მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და იმღერეს. ასევე გაიმართა საცეკვაო ნომრები, რომლებმაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხალისი და ემოციური განწყობა შესძინა.

ღონისძიების მიზანი იყო დედის როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა, ასევე მოსწავლეებში მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობის გაძლიერება.

ინტეგრირებული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებელი ლუსია ადამიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა განკელაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203