რგანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აფხაზეთის ომში დაღუპული პოეტის - ეთერ სამხარაძე- ჯღამაძის საფლავი დაასუფთავეს 
01-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, დირექციის ხელმძღვანელობით, დაასუფთავეს საყვარელი და საამაყო თანასოფლელის, საოცარი პოეტის, აფხაზეთის ომს გმირულად შეწირული ქალბატონის - ეთერ სამხარაძე- ჯღამაძის საფლავი.

ეს დღე იყო პატივისცემით, მადლიერებითა და სიყვარულით სავსე. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ცხოვრება, შემოქმედება და სამშობლოსთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი.

„მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში ზრდის პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობის გრძნობას და საკუთარი ისტორიისა და გმირების პატივისცემას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ადამიანი ჩვენი სოფლის შვილი იყო და მის სახელს დავიწყება არ უწერია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და პოეტის ლესსები წაიკითხეს. 

ამ უხილავ ხელით მოვლილ ყვავილებს

სიოსავით, ნაზი ფრენით დავივლი,

თუ შემთხვევით გულში რამეს გაივლებ

დამაბნიე მკერდზე მინდვრის ყვავილი.

მხოლოდ მინდვრის, მოუვლელი…

ველური…

არა ბაღში ვინმეს ნასათუთები

მებაღეო, არ გეგონო გრძნეული,

მხოლოდ მათი სურნელებით თუ ვთვრები…

რა ვქნა, ვეტრფი ჩემებრ თვალებცვარიანს,

მინდვრად ბედის ანაბარად შთენილი

შენს ბაღში ხომ სხვა ვარდებიც არიან,

მერე რამდენ ტრფობას გადარჩენილნი!…

განა მათი შარიშური არ მიყვარს?

მე მათ ახლო მუდამ კრძალვით ჩავივლი,

მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს.

დამაყარეთ მკერდზე მინდვრის ყვავილი…

ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203