ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას გმირები გააცოცხლეს
01-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის ორგანიზებით, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თეატრალიზებული წარმოდგენა - „სტუმარ-მასპინძელი“ - გაიმართა. 

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ X-XII კლასის მოსწავლეები, რომელთაც სცენაზე გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას სამყაროს ის მარადიული სული, სადაც სტუმარ-მასპინძლობა არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ზნეობისა და მეგობრობის უდიდესი გამოხატულებაა.

ღონისძიებაზე, სკოლის მგალობელთა გუნდმა, ხელმძღვანელ თინათინ ლაგვილავასთან ერთად, შეასრულა მუსიკალური ნომრები.

პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ პედაგოგი ასმათ გვაჯაია, რომელიც მადლობას უხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, ჩემი პატარა მსახიობი მოსწავლეების მიღებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203