
რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, როემლმაც ენის სიყვარულითა და ისოტირიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გააერთიანა.
14 აპრილს კი კვირეული დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად დიდი მონდომებით მოამზადეს ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიება. ქართული ენის პედაგოგის - მეგი ხერგიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის შემნაზე, მის უნიკალურობაზე.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა ქართველი ავტორების ლექსები. ასევე, წარმოდგენილი იყო ქართული ანდაზები და ბარბარიზმები, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდიდა.
მუსიკის პედაგოგ მადიშა თამლიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დედაენის თემატიკაზე ლამაზი სიმღერებიც შეასრულეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი მისცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლებიც, რამაც ამ დღეს გამორჩეული სითბო და მნიშვნელობა შესძინა.
იხილეთ ფოტოები: