
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას ესკოსაგანმანთლებლო აქტივობებით შეუერთდნენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე, გარემოსდაცვით თემებზე საინტერესო პლაკატები შექმნეს, სადაც ხაზი გაუსვეს რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
გარდა იმისა, რომ აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, ასევე აღმოჩნდა სახალისო და შემეცნებით, ბავშვებმა გაიმდიდრეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: