„სიმართლე - დუმილის სიღრმიდან“ - დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სომეხი ხალხის გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
01-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომეხი ხალხის გენოციდის ხსოვნის დღეს.

ღონისძიების სათაური იყო: „სიმართლე - დუმილის სიღრმიდან“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ემსახურებოდა ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებას, ჰუმანიზმისა და მშვიდობის იდეების გააზრებასა და გაღრმავებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმედისა და სულიერი აღორძინების გზავნილზე, სადაც თითოეული აზრი სიმბოლურად გამოხატავდა ფერფლიდან აღდგომასა და სიცოცხლის განახლებას.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური მასალა, ისაუბრეს ისტორიულ მოვლენებზე, წაიკითხეს ლექსები და გააზიარეს საკუთარი შეხედულებები.

„ღონისძიება ასევე ატარებდა ღრმა სიმბოლურ შინაარსს - ხსოვნის პატივის მიგება აღიქმებოდა, როგორც სულიერი ძალა, რომელიც აცოცხლებს მათ, ვინც დუმილით ცდილობდნენ დაეფარათ. ჩვენი პასუხი ტრაგედიაზე არის შემოქმედება, ხოლო ჩვენი პასუხი დანაკარგზე - ერთგული და ურყევი იდენტობის შენარჩუნება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიება წარიმართა ემოციურ, ღირსეულ და შემოქმედებით გარემოში, რამაც ხელი შეუწყო საკითხის სიღრმისეულ გააზრებასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203