
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჯუმის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაზე, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია ინგლისური ენის მასწავლებელმა როზა ანთიამ, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს.
პრეზენტაციას, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: