ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
01-05-2026

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაშის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაფართოება, სწრაფი და ლოგიკური აზროვნების განვითარება, ასევე გუნდური მუშაობის უნარის გაძლიერება. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინეს და საინტერესო კითხვებს წარმატებით უპასუხეს.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

„მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას (ავთანდილ ღურწკაია, ნინ შონია, თამუნა ქვარაია)რომელთა ორგანიზებით ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203