ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია სასკოლო აქტივობა - „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“.
საღამოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს.
მასწავლებელ ლეილი ამირხულიანის მითითებით, ბავშვებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის - „ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“ - მიხედვით ხელნაკეთი წიგნი შექმნეს.
მოსწავლეებმა ტექსტი მათეული დასასრულიც შექმნეს, თავადვე გააფორმეს ილუსტრაციებით და სკოლაში პრეზენტაცია მოაწყვეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: